მუქი შეფერილობის, გამორჩეული მომწარო არომატის თაფლი. უხვად შეიცავს ვიტამინ С, სხვადასხვა მიკროელემენტებს, სახაროზას, ფრუქტოზას და სხვა. გამოირჩევა განსაკუთრებული ანტისეპტიკური თვისებებით და გამოიყენება მრავალი დაავადებების სამკურნალოდ, უმთავრესად - გულის, სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის სისტემის და სხვ. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
მაისის თაფლი ყველაზე ადრეულია თაფლია დამახასიათებელი მოოქროსფერო შეფერილობით და ძალზედ სასიამოვნო არომატით. შემადგენლობით უაღრესად მრავალფეროვანია და შეიცავს მრავალ მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუკტოზას, რომელიც ადვილად მუშავდება უჯრედულ დონეზე. საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
ალპური თაფლი, ღია ყავისფერი შეფერილობის, საშუალო სიტკბოს და ძლიერი სასიამოვნო არომატის თაფლია, რომელიც დამახასიათებელია ალპური ზონის ყვავილებისთვის. წარმოებულია ეკოლოგიურად სუფთა, ათეულობით სამკურნალო მცენარეებიდან და შეუცვლელია ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად. შეიცავს მრავალ სასარგებლო მიკროელემენტებს.
ცაცხვის თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული პროდუქტია. გამჭვირვალე, ღია-მოყვითალო შეფერილობის თაფლი შესანიშნავი არომატით. შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად ძვირფას ნაერთებს, ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. აძლიერებს იმუნიტეტს და აღადგენს სასიცოცხლო ძალებს. კარგია კუჭ-ნაწლავის სისტემის, ბრონხიტის, ასთმის, თირკმლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდ.
დელიკატესი, სამკურნალო მაღალეფექტური პროდუქტია ღრძილებისა და მთლიანად მონელების სისტემის მოწესრიგებისათვის.
მეფუტკრეობის პროდუქტებით შექმნილი უნიკალური კომპოზიციები და მალამოები