Image

შ.პ.ს. "მეთაფლია"

გთავაზობთ ქართულ ნატურალურ თაფლს და მეფუტკრეობის პროდუქტებს

ლექციები მეფუტკრეობაზე
Image
Image

შ.პ.ს. "მეთაფლია"

შ.პ.ს. "მეთაფლია" დაფუძნებულია პროფესიონალი მეფუტკრის - როლანდ ზირაქაშვილის მიერ 2006 წელს, საგარეჯოს რაიონ სოფელ შიბლიანში. დღეისათვის, საწარმოს საკუთრებაში არსებული ფუტკრის ოჯახები განლაგებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. კომპანია აწარმოებს 60-ზე მეტი დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტებს: თაფლს, ფუტკრის სადედე რძეს, დინდგელს (პროპოლისი), სანთელს, ფუტკრის შხამს, ყვავილის მტვერს, ჭეოს და მათ ნაზავთა კომბინაციებს, რომელთაც სთავაზობს მომხმარებელს, როგორც სადისტრიბუციო ქსელით, ასევე ქსელური მარკეტინგის საშუალებით.

დღეისათვის შ.პ.ს. "მეთაფლიას" ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის მოსახლეობის მეფუტკრეობის პროდუქტებით მომარაგებაში.

დაგვიკავშირდით: 595 25 12 21

პროდუქცია

თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები

ვრცლად

Image

თაფლი

თაფლის საქართველოს ყველა რეგიონიდან

Image

რძე

ფუტკრის სადედე რძე

Image

პროპოლისი

პროპოლისი (დინდგელი)

Image

ყვავილის მტვერი

ყვავილის მტვერი სხვადასხვა რეგიონიდან

კომპოზიციები და მალამოები

მეფუტკრეობის პროდუქტებით შექმნილი უნიკალური კომპოზიციები და მალამოები

Image

აქცია მუდმივი მომხმარებლებისათვის

მუდმივ მომხმარებლებს ვთავაზობთ ფასდაკლებებს კომპანიის პროდუქციაზე.

პროდუქცია

Image

გაიგეთ მეტი
მეფუტკრეობის პროდუქტებზე

ბოლო წლებში დიდი ყურადღება ეთმობა მეფუტკრეობის პროდუქტს, როგორიცაა სამამლე ბარტყის გომოგენატი. იგი წარმოადგენს უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ცილოვან პროდუქტს. აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, აუმჯობესებს ძილს.

შ.პ.ს. "მეთაფლია" გთავაზობთ ქართულ ნატურალურ პროდუქციაზე დამზადებულ ანტივირუსულ და იმუნიტეტის ასამაღლებელ პროგრამას!

დადგენილია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე ბიოლოგიურად უფრო აქტიური პროდუქტი ცოცოხალი ორგანიზმის გამრავლების, განვითარებისა და გაახალგაზრდავებისათვის. იგი წარმოადგენს ერთადერთ პროდუქტს, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას (მათ შორის 10 მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეშია), ვიტამინებს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) 300-მდე მიკროელემენტს და სხვა.

მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, სურნელოვანი ტყის, ბალზამური არომატის მქონე, მდგრადი ნივთიერებაა. “პროპოლისს” ფუტკრები გამოიმუშავებენ მცენარეების კვირტების წებოვანი წარმონაქმნიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან და ყლორტებიდან, აგრეთვე რიგი ბალახეული მცენარეულობებიდან. ეს წებოვანი ნივთიერება, წარმოადგენს მცენარის დამცავ გამონაყოფს, რომელსაც ფუტკრები გადაიტანენ ფეხგუნდის სახით და სკაში გადაამუშავებენ. ის შეიცავს 70%-მდე მცენარეულ წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფს, ის შეიცავს აგრეთვე - თიამინს B1, რიბოფლავინს B2, პირიდოქსინს B6, ნიკოტინამიდს PP, ვიტამინ E, სანთელს და სხვა.

თაფლი საქართველოს ყველა რეგიონიდან

Image
შპს "მეთაფლია"

წაბლის თაფლი

მუქი შეფერილობის, გამორჩეული მომწარო არომატის თაფლი. უხვად შეიცავს ვიტამინ С, სხვადასხვა მიკროელემენტებს, სახაროზას, ფრუქტოზას და სხვა. გამოირჩევა განსაკუთრებული ანტისეპტიკური თვისებებით და გამოიყენება მრავალი დაავადებების სამკურნალოდ, უმთავრესად - გულის, სასუნთქი ორგანოების, კუჭ-ნაწლავის სისტემის და სხვ. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

იხილეთ
Image
შპს "მეთაფლია"

მაისის თაფლი

მაისის თაფლი ყველაზე ადრეულია თაფლია დამახასიათებელი მოოქროსფერო შეფერილობით და ძალზედ სასიამოვნო არომატით. შემადგენლობით უაღრესად მრავალფეროვანია და შეიცავს მრავალ მიკროელემენტებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუკტოზას, რომელიც ადვილად მუშავდება უჯრედულ დონეზე. საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

იხილეთ
Image
შპს "მეთაფლია"

ალპური თაფლი

ალპური თაფლი, ღია ყავისფერი შეფერილობის, საშუალო სიტკბოს და ძლიერი სასიამოვნო არომატის თაფლია, რომელიც დამახასიათებელია ალპური ზონის ყვავილებისთვის. წარმოებულია ეკოლოგიურად სუფთა, ათეულობით სამკურნალო მცენარეებიდან და შეუცვლელია ნერვული სისტემის მოსაწესრიგებლად. შეიცავს მრავალ სასარგებლო მიკროელემენტებს.

იხილეთ
Image
შპს "მეთაფლია"

ცაცხვის თაფლი

ცაცხვის თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირადღირებული პროდუქტია. გამჭვირვალე, ღია-მოყვითალო შეფერილობის თაფლი შესანიშნავი არომატით. შეიცავს მრავალ ბიოლოგიურად ძვირფას ნაერთებს, ამინომჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. აძლიერებს იმუნიტეტს და აღადგენს სასიცოცხლო ძალებს. კარგია კუჭ-ნაწლავის სისტემის, ბრონხიტის, ასთმის, თირკმლის და სხვ. დაავადებების სამკურნალოდ.

იხილეთ

ნატურალური თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები
დაგვიკავშირდით: 595 25 12 21