მთავარი >

თაფლი
წაბლის
თაფლი




მდელოს
თაფლი




მაისის
თაფლი




ალპური
თაფლი




ციტრუსის
თაფლი




სუროს
თაფლი




აკაციის
თაფლი




ცაცხვის
თაფლი




ნარშავას
თაფლი




ოქროწკეპლას
თაფლი




სალბის
თაფლი




ფიჭა




ხანგრძლივი, ბედნიერი და ჯანმთელი ცხოვრებისათვის!

თაფლი

თაფლს უძველესი დროიდან სიცოცხლის ელექსირს უწოდებდნენ და სიცოცხლის გამახანგრძლივებელ თვისებას ანიჭებდნენ. ავიცენა წერდა: თუ გსურს შეინარჩუნო ახალგაზრდობა აუცილებლად ჭამე თაფლი.

თაფლის შეფასება ძველ მოაზროვნეთა მიერ სავსებით ეთანხმება თანამედროვე დიეტოლოგებისა და მედიცინის სხვა დარგების გამოკვლევების შედეგებს. თაფლი ერთ-ერთი რთული, ცოცხალი,ბიოლოგიური პროდუქტია, რომლის შემადგენლობაში 300-ზე მეტი ნივთიერებაა აღმოჩენილი. მასში შედის 30 მიკროელემენტი, იგი ძირითადად შედგება ნახშირწყლებისგან გლუკოზა და ფრუქტოზა .გვხვდება საქაროზა, წყალი, მინერალური მარილები,ორგანული მჟავები, ჰორმონები, ვიტამინები. თაფლი უხვად შეიცავს ფერმენტებს, როგორიცაა ინვერტაზა, დიასტაზა, კატალაზა,ლიპაზა.ინვერტაზა შლის და გარდაქმნის საქაროზას, დიასტაზა და ამილაზა კი სახამებელს.

თაფლი თავისი შემადგენლობით ახლოს დგას სისხლის პლაზმასთან.იგი ხელს უწყობს სისხლში წითელი ბურთულაკების (ერითროციტების) წარმოქმნას, რომლებიც ორგანიზმისთვის ჟანგბადის ერთადერთი მიმწოდებელია. განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს თაფლი ბავშვთა ორგანიზმის განვითარებაზე. ცდების შედეგად დადგინდა ,რომ თაფლში არსებობს ე. წ. ზრდის ფაქტორები-ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ზრდას. ბავშვებისათვის თაფლი საკვების მზა ფორმაა, რომელიც უშუალოდ გადადის სისხლში და ებმება მისი ცხოველმოქმედების ფუნქციებში. მასში შემავალი ფოლის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდ ბავშვთა განვითარებაში.

თაფლში მყოფი ვიტანიმები ამჟღავნებენ მოქმედების უფრო დიდ აქტივობას, ვიდრე სინთეზური ვიტამინების პრეპარატები. ეს იმით აიხსნება ,რომ ვიტამინების მოქმედება ორგანიზმში დამოკიდებულია არა მარტო მათ რაოდენობაზე ,არამედ იმაზეც თუ რა თანაფარდობით იმყოფებიან ისინი სხვა შემადგენელ ნაწილებთან, განსაკუთრებით მინერალურ მარილებთან,ეს უკანასკნელნი კი ასრულებენ კატალიზატორების როლს და აძლიერებს ვიტამინების მოქმედებას. თაფლში შემავალი ნახშირწყლები,რომლებიც შეადგენენ დაახლოებით 80% ითვლებიან სამკურნალო თვისებების მატარებელ ნივთიერებებად,ისინი ადამიანის კუნთოვან სისტემას ანიჭებენ ენერგიას,ამდიდრებენ ნივთიერებათა ცვლას ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით.დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე თაფლში შემავალ ცილებსაც,მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია ბავშვთა ორგანიზმის საკვები ნივთიერებებით მომარაგებაში.

თაფლში აღმოჩენილია მაღალი ბაქტერიოსტატული აქტივობის მქონე ანტიბიოტიკების ჯგუფი, რომლებიც აფერხებენ ბაქტერიების გამრავლებას. დადგენილია,რომ თაფლი ამუხრუჭებს სიმსივნის ზრდას.მასში შემავალი ე.გ. ინგიბიტორები (რომლებიც გადადიან მასში ფუტკრების ორგანიზმიდან) თაფლი წარმატებით გამოიყენება კიბოს პროფილაქტიკის მიზნით. რეკომენდირებულია დღეში 2 ჭიქა წყლის მიღება (1 წილი თაფლი და 1 წილი წყალი).

თაფლი მოხვდება რა ნაწლავებში სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის ლიმფურ სისტემაში,საიდანაც გადადის სასხლსა და ქსოვილებში,თაფლი ამაგრებს კუნთებს ,დადებითად მოქმედებს ნერვულ და სისხლის მიმოქცევის სისტემებზე.გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის,ღვიძლის,კუჭის წყლულის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.მას ყველა შაქარზე უფრო ადვილად ატარებს თირკმელები,სწრაფად აღადგენს ენერგიას,გააჩნია საკმაოდ ეფექტური დამამშვიდებელი და საძილე თვისებები.

თაფლის მიღების დღიური ნორმა 1კგ.-ზე 1 გრ-მდე. 80 კგ.წონის მქონე ადამიანმა უნდა მიიღოს 80 გრ -მდე თაფლი. ასევეა ბავშვებში 10კგ-ზე 10 გრ. თაფლი. ეს რაოდენობა შეიძლება მიიღებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ 1,5—2 სთ-ის წინ ჭამამდე.