მთავარი > პროდუქცია > კომპოზიციები > დინდგელის კაფსულები

დინდგელის (პროპოლისის) კაფსულები


30 ც. -

შემადგენლობა: დინდგელი
რაოდენობა: 30 ც.
ქიმიური შემადგენლობა: ბუნებრივი ანტიბიოტიკი, სურნელოვანი ტყის, ბალზამური არომატის მქონე, ძალიან მდგრადი ნივთიერებაა. “პროპოლისს” ფუტკრები გამოიმუშავებენ მცენარეების კვირტების წებოვანი წარმონაქმნიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან და ყლორტებიდან, აგრეთვე რიგი ბალახეული მცენარეულობებიდან. ეს წებოვანი ნივთიერება, წარმოადგენს მცენარის დამცავ გამონაყოფს, რომელსაც ფუტკრები გადაიტანენ ფეხგუნდის სახით და სკაში გადაამუშავებენ. ის შეიცავს 70%-მდე მცენარეულ წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფს, ის შეიცავს აგრეთვე - თიამინს B1, რიბოფლავინს B2, პირიდოქსინს B6, ნიკოტინამიდს PP, ვიტამინ E, სანთელს და სხვა.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროპოლისი მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების (მათ შორის ტუბერკულოზის, სიფილისის, დიფტერიის და სხვა) წინააღმდეგ. იგი დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და მომაკვდინებლად მოქმედებს ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებზე. პროპოლისის პრეპარატების მიღება განაპირობებს ხანგრძლივი დროით მაღალ დონეზე ორგანიზმის დამცავ ფუნქციას (იმუნიტეტის, სპეციფიკური და არასპეციფიკური ფაქტორები სტიმულირდება), ჯამში პროპოლისის წარმოადგენს მიკრობებისათვის საშიშ, გადაულახავ ძალას. მასთან არც ბაქტერიებს, არც ვირუსებს არ შეუძლიათ შეგუება. პროპოლისში შემავალი ამინომჟავები, ორგანული მჟავები, ანტიბიოტიკური ნივთიერებები, სხვადასხვა მინერალური მარილები, ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს პროპოლისი, უზრუნველყოფს მის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, ასე რომ პროპოლისში არსებული ფენოლმჟავების წყალობით ის უზრუნველყოფას შემკვრელ ანთების საწინააღმდეგო კაპილარის გამამაგრებელ, ნაღველმდენ, შარდმდენ მოქმედებას, უზრუნველყოფს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას.

გამოყენება
: თითო კაფსულა (0,3 გრ) დღეში 2-3 ჯერ ჭამის წინ, 1-5 თვის განმავლობაში, როგორც პროფილაქტიკური და ზოგადად გამაჯანსაღებელი.
“პროპოლისს” აქვს მნიშვნელოვანი როლი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებებში. ის თრგუნავს სიმსივნის უჯრედების განვითარებას, ის რადიაციისგან დასაცავად ძლიერი პროდუქტია, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, სისხლში ცილოვანი ფრაქტების თანაფარდობის გამაუმჯობესებელია ანუ პროპოლისი მოქმედებს როგორც ჰეპატოპროტექტორი. მონაწილეობს ენდოკრინული სისტემების რეგულირებაში, კერძოდ დადგენილია მისი გავლენა თირკმელზედა ჯიკრვლებზე. რაც უზრუნველყოფს საკუთარი ჰორმონების გამოყოფას. მონაწილეობას ღებულობს კუჭნაწლავის ტრაქტის რეგულაციაში. ნორმალურს ხდის ნაღვლის გამოყოფას, უზრუნველყოფას კუჭის და ნაწლავის წყლულის შეხორცებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს ნაწლავების მონელების სისტემაზე, აგრეთვე ათეროსკლეროზის და ინსულტისაგან დამცავი პროდუქტია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას.