მთავარი > პროდუქცია > ფუტკრის სადედე რძე

ფუტკრის სადედე რძე - ჯანმრთელობის ელექსირი


5,5 გრ. -

 

დადგენილია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე ბიოლოგიურად უფრო აქტიური პროდუქტი ცოცოხალი ორგანიზმის გამრავლების,განვითარებისა და გაახალგაზრდავებისათვის.იგი წარმოადგენს ერთადერთ პროდუქტს რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ამინომჟავას(მათ შორის 10 მათგანი მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეშია), ვიტამინებს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) 300-მდე მიკროელემენტებს. მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეში არსებობს გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილური.

ფუტკრის სადედე რძეს ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ და ჩანასახვიდანვე ადამიანის გონებრივი და ფიზიკური განვითარებისათვის.

გადაღლილობისას შეუძლია ენერგიის სწრაფი აღდგენა.

ფუტკრის სადედე რძე მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.შესამჩნევად აუმჯობესებს მხედველობას და მეხსიერებას.ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას(განსაკუთრებით სასქესო ჯირკვლების),ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნის წარმოქმნას.ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას,ახდენს არტერიული წნევის რეგულირებას.

ფუტკრის სადედე რძე ძალზედ ეფექტურია პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის მკურნალობისას.იგი სპობს 21 სახის მიკროორგანიზმს,მათ შორის სოკოს და ტუბერკულოზის(კოხიკინი)ჩხირებს.არის საუკეთესო ანტირადიაციული საშუალება.შუცვლელი პროდუქტია პარფიუმერიაში.გამოიყენება როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური მოზნით.

მიღების დოზა: ფუტკრის სადედე რძის პროფილაქტიკური დღიური დოზა ზრდასრულთათვის დღეში 0,2 გრამია.16 წლამდე მოზარდთათვის 0,1 გრამი. სამკურნალო დოზა დგინდება ექიმთან(აპითერაპევტი) შეთანხმებით.


მიღების წესი:
ფუტკრის რძე მიიღება უზმოზე, ჭამამდე 30წთ-ით ადრე,ვითავსებთ ენის ქვეშ გაწოვამდე ,დღის პირველ ნახევარში.


უკუჩვენება:
იშვიათად,მაგრამ ზოგიერთი ინდივიდისთვის ფუტკრის სადედე რძემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია,რაც გამოიხატება ნერვული აღზნებადობით,თავის ტკივილით და უძილობით.ამ შემთხვევაში უნდა შევამციროთ დოზა ან შევწყვიტოდ მიღება.

ფუტკრის სადედე რძე არ არის რეკომენდირებული ადისონის(თირკმელზედა ჯირკვალის დაავადება) დროს.

ფუტკრის სადედე რძე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება მიიღოს იმ ინდივიდებმა,რომელთაც აქვთ სისხლის გადაჭარბებული შედედების უნარი ან აქვს ჰიპერკუაგულაციისადმი მიდრეკილება.


შენახვის პირობები:
ფუტკრის სადედე რძე ადვილად ფუჭებადი პოდუქტია.იგი უნდა ინახებოდეს ჰერმეტულ და სტელირულ ჭურჭელში, ჰაერთან კონტაქტის გარეშე.

ფუტკრის სადედე რძე ინახება მაცივარში ან თერმოსში +2C-დან +6C-მდე.

ტრანპორტირებისას ან დროებით შენახვისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ბოთლი გაყინული წყლით.

 

 

მწარმოებელი: შ.პ.ს."მეთაფლია"

მისამართი: საგარეჯოს  რ. სოფელი შიბლიანი

ტელ.: 595 48 84 89; 5952512 21

info2@metaflia.ge

www.metaflia.ge

 





საოცარი მწერი ფუტკარი ქმნის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ელექსირს, სასწაულმოქმედი თვისებების მქონე ბიოლოგიურად აქტიურ, ნატურალურ პროდუქტს, რომელსაც ფუტკრის რძეს ანუ `სამეფო ჟელეს” უწოდებენ. პროფესიონალი მეფუტკრეები "სამეფო ჟელეს" ვაწარმოებთ სპეციალური მეთოდებით, ლაბორატორიულ პირობებში და სამედიცინო ნედლეულისათვის საჭირო პირობების დაცვით. პროდუქტი შეიძლება იყოს ნახევრად თხევადი, არაჟნისმაგვარი სპეციფიკური სუნის და მკვეთრი გემოთი. აღნიშნული მახასიათებლების ცვლილება დამოკიდებულია ფუტკრის მიერ გამოყენებული საკვების (ყვავილის მტვერი, თაფლი) სახესხვაობაზე და შესაბამისად წლის დროზე, აღნიშნულზეა დამოკიდებული, მიღებული ფუტკრის რძის რაოდენობა და ხარისხი. ფუტკრის რძე მდიდარია, სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით, მინერალური მარილებით, ცილებით. ის ერთადერთი ნატურალური პროდუქტია ბუნებაში, რომელიც შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ყველა 22 ამინომჟავას,. მათ შორის 9 შეუცვლელ ამინომჟავასაც, ამ მაჩვენებლებით ქართული ფუტკრიდან მიღებული ფუტკრის რძე, სხვა ჯიშის ფუტკრებიდან მიღებული რძისაგან დიდად განსხვავდება და როგორც მეცნიერები აღიარებენ, ის ყველაზე საუკეთესოა.

ფუტკრის რძე - დედა და მამა

რძეში B ჯგუფის ვიტამიენბის მნიშვნელოვანი რაოდენობა და სტერინები განაპირობებენ სქესობრივ აქტივობას, აცეტილქოლინის შემცველობა კი ნეიროჰორმონულ აქტივობას. უშვილობის სამკურნალოდ, ფუტკრის რძეს ბუნებაში ანალოგი არ მოეძებნება. ის აგრეთვე ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ ზრდა განვითარებას, დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას. ფუტკრის რძე მონაწილეობას იღებს სისხლის წარმოქმნასა და ქოლესტერინის დონის მკვეთრად შემცირებაში, იგი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორია და შესაბამისად ახდენს წონის კორექციას, აგრეთვე ძალების სწრაფი აღმდგენია, ამიტომ მას იყენებენ სპორტსმენები და სტუდენტები დაღლილობის მოსახსნელად და ემოციური დატვირთვების რეგულირებისათვის. ფუკრის რძე გამოიყენება ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმერიის საწარმოებლად. ფუტკრის რძე აუმჯობესებს მხედველობასა და მეხსიერებას, სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებას (მათ შორის სასქესო ჯირკვლებისაც), აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ხელს უშლის ანთებითი პროცესის წარმოქმნასა და ებრძვის სიმსივნეს, ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმურირებას და აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ამცირებს დასხივების შედეგად მიღებული მავნე ზემოქმედებას, ახდენს ანტისეპტიკურ და მატონიზირებელ მოქმედებას, აჩქარებს ორგანიზმიდან მავნე შხამების გამოდევნასა და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.

ფუტკრის რძე და ბავშვები

იაპონელი, ფრანგი, ინგლისელი და აშშ-ის ბავშვები სისტემატურად იღებენ ფუტკრის რძეს. თუ კი ტყუპებიდან, რომელიმეს აქვს ფიზიკური ან გონებრივი ჩამორჩენა, საკმარისია მივცეთ ფუტკრის რძე, რომ იგი სწრაფად იწყებს ამ ჩამორჩენის დაძლევას, ამ შედეგს კი განაპირობებს პროდუქციაში 10 ოსქიდეცენის მჟავის არსებობა, რომელიც რძეში არსებულ ვიტამინებთან და სტერინებთან ერთად განაპირობებენ ამღდგენელ, ანტიმიკრობულ და სიმსივნეების საწინააღმდეგო თვისებებს. ფუტკრის რძე ენიშნებათ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მხედველობისა და ძვალსახსროვანი სისტემების პრობლემები, აგრეთვე ასაკობრივი უარყოფითი მოვლენები. ცნობილია, რომ შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზი ჩვენს ორგანიზმში ვერ ხდება, ასეთი კი 9 ამინომჟავაა _ ვერც ხორცი, თევზი, კვერცხი და ვერც მათი კვებაში ერთობლივი გამოყენება ვერ მოგცემთ აღნიშნული ამონომჟავების ბალანსს, ერთადერთი ნატურალური, თანაც ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტი, რომელიც შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავებს (ლიზინი, მეთიონინი, ვალინი, ტრენინი, ფენილალანინი, არგინინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ალანინი) ფუტკრის რძეა, მისი გამოყენება, აგრეთვე განაპირობებს სისხლის განახლებას, მასში ლეიკოციტების შემცირებას, ერითროციტების და ჰემოგლობინის ზრდას. აუმჯობესებს საჭმლისსაჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებსა და აწესრიგებს ჭამის მადას. თქვენი ბავშვი, თქვენს თვალწინ მოიშორებს სათვალეს, გაიმართება წელში, გახალისდება, იქნება ყოველთვის ჯანმრთელი და დაცული სხვადასხვა საშიში ინფექციური დაავადებებისაგან, როგორებიცაა: გრიპი, სოკოვანი დაავადებები და ტუბერკულოზი, ამ შედეგს განაპირობებს ფუტკრის რძის მაღალი ანტიმიკრობული თვისებები, რომელიც 1:10 განზავებულიც კი სპობს 21 სახეობის მიკროორგანიზმებს, მათ შორისაა _ გრიპის, სოკოვანი და ტუბერკულოზის (კოხის) ჩხირები, ორგანიზმზე ახდენს ბაქტერიოსტატიკურ, ბაქტერიოციდულ და ანტივირუსულ ზემოქმედებას.

ფუტკრის რძე - ბებია და პაპა

სიცოცხლის საშუალო სახნგრძლოვობით, 76 წლით, პირველი ადგილი დღეს იაპონიას უჭირავს. შემთხვევითი არაა, რომ ეს ქვეყანა ბოლო ათწლეულებია ყოველწლიურად ზრდის ფუტკრის რძის მოხმარებას და გასული წლების მონაცემებით მოიხმარს 1800 ტონას, რაც ასევე ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ ქვეყანაში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სკოლის ბავშვებსაც კი ეძლევათ ფუტკრის რძე. მეორე ადგილზე, ამ პროდუქტის მოხმარებით, არიან ფრანგები, სადაც ასევე მაღალია მოსახელობის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა, საქართველოში კი, მართალია ბოლო წლებში ვაორმაგებთ მის მოხმარებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ შედარებით მცირე რაოდენობას მოვიხმართ. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უწყობს ყოველი უჯრედის დაბერების პროცესის პრევენციას და ამცირებს სახსრების ქსოვილის დეგენერაციულ ცვლილებებს, იგი შეუცვლელი ნატურალური პროდუქტია, როგორც დაბალი ასევე მაღალი არტერიული წნევის რეგულირებისათვის, გულსისხლძარღვთა სისტემით დაავადებისას, აგრეთვე პროსტატიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობაში, ბრონქიალურ ასთმისა და დიაბეტით დაავადებულთათვის, ის აღადგენს დასუსტებულებისა და ღრმად მოხუცებულის ენერგიას. ფუტკრის რძე გამოიყენება, როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო საშუალებად. ის არა მარტო სიცოცხლეს ახანგრძლივებს, არამედ მრავალ დაავადებასაც კურნავს, თითებზეა ჩამოსათვლელი ის დაავადებები, რომელიც ვერ იკურნება ფუტკრის რძით, ხოლო ქიმიური სინთეზით წარმოებული პრეპარატების გამოყენებისას ამცირებს მათგან გამოწვეულ უარყოფით მოვლენებს და ამით ზრდის მათ ეფექტურობასაც. ფუტკრის რძის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: სიმსივნეები და ანემია, გულის რითმის დარღვევა, ჰემატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებების, მხედველობის, სმენისა და მეხსიერების, ალერგიის, პარადონტოზის, გულსისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბუასილის, ღვიძლის ანთების და ცეროზის, კენჭოვანი დაავადების, სიგამხდრის და სიმსუქნის დროს, დეპრესიები, ნერვიული მოქანცულობა, ფსიქოზი, შიზოფრენია, ეპილეფსია, ქორეა, ალკოჰოლიზმი, ოსტეოქონდროზი და რევმატიზმი, ტოქსიკოზი, მოტეხილობა, რინიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ტრანჰეიტი, ბრონქიტი, თმის ცვენა, დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, ეგზემა, კანის ჩირქოვანი დაავადება, ცეროზი, დამწვრობა და ჭრილობა, კანის ნაადრევი დაბერება, სტომატიტი და სხვა 60-ზე მეტი დაავადების მკურნალობა-პროფილაქტიკა.

თაფლის გამოყენებას 5000 წლიანი ისტორია აქვს და ხალხურ მედიცინაში ძირითადი კოპონენტია. უხსოვარი დროიდან ის დღეგრძელთა პროდუქტია. ადამიანის ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს, რადგანაც მასში არსებული ძირითადი საზრდო ნივთიერებები _ ნახშირწყლები წარმოდგენილია მონოსაქარიდების სახით, რომლებიც მონელებას აღარ საჭიროებენ და ნაწლავიდან პირდაპირ გაიწოვებიან სისხლში. ეს განსაკუთრებნით სასარგებლოა ავადმყოფებისა და დაძაბული შრომის შემდეგ ენერგიის სწრაფად აღსადგენად. თაფლში არსებული მინერალური მარილები კი კეთისლსასურველ გავლენას ახდენენ ნერვულ სისტემაზე, სისხლწარმნოქმნაზე, ორგანიზმის რეზინსტენტობასა და სხვა. ორგანული მჟავეები ხელს უწყობენ საჭმლის მონელებასა და საზრდო ნივთიერებების შეთვისებას, მომნელებელი წვენების გამოყოფას, აძლიერებენ მადას. თაფლში არსებული ნივთიერებები და ფერმენტები ხელს უწყობენ საჭმლის გადამუშავების პროცესს და უჯრედის შიდა ნივთიერებათა ცვლას. თაფლი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ნატურალური კონსერვანტია ფუტკრის რძესთან ერთად გამოიყენება იმუნიტეტის ასამაღლებლად, იგი მომხმარებელს მიეწოდება ჩვენი სპეციალიზირებული სავაჭრო ქსელიდან. მიწოდება ხდება თაფლთან შერეული 1%-იანი და 2%-იანი შემადგენლობით, `თარძის~ სახელწოდებით.

ფუტკრის რძე, დინდგელი (პროპოლისი) და ცვილი

ფუტკრის ოჯახში (სკაში) ყველა დეტალისა და პროდუქტის სტერილურობა განპირობებულია ცვილისა და მასში შემავალი დინგელის შემადგენლობით, რაც უფრო ხარისხიანია დინდგელი მით უფრო მაღალია მისი ანტისეპტიკურუ, ანტიბიოტიკური და შესაბამისად მადენზიფიქცირებელი თვისებები. ფუტკრის ოჯახი მუდმივად ზრუნავს სკის შიდა გარემოს სტერილურობისათვის რათა ფუტკარი ბარტყი და მათი საკვები დაცული იყოს ბუნებრივ გარემოში არსებული უამრავი მავნე მიკრობებისაგან. პროპოლისზე და ცვილზე დამზადებული ხალხური მედიცინის პროდუქტები უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა სამკურნალო-პროფილაქტიკის მიზნით, ფუტკრის რძესთან და ცვილთან ერთად კი ეს ნაზავები იმუნიტეტის მდგრადობისათვის მაღალ ეფექტურ პროდუქტებს წარმოადგენენ. იგი მოხმარებელს მიეწოდება ჩვენი სპეციალიზურებული სავაჭრო ობიექტებიდან "დითაფლის", "დითაფლი ფუტკრის რძით", მეთაფლია ელიტე, მეთაფლია ელიტე ბავშვებისათვის, დისპი, დიწყვი, დიწყვი ბავშვებისათვის, დისპი ფუტკრის რძით, დიკუნი, დიკუნი ფუტკრის რძით, სანთლები პროპოლისით, სანთლები პროპოლისით და ფუტკრის რძით, ადენო-ადე, პროზე-15%, პროზე კაფსულებში, დინგელი კაფსულებში და სხვა აპი-ფიტო ნაზავები. ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი და ჭეო ყვავილის მტვერს და ჭეოს, მეფუტკრეები ხშირად, ფუტკრის პურსაც ვუწოდებთ. იგი, რაც უფრო მრავალფეროვანია და მრავალი მცენარის ყვავილის მტვრიანადანაა შეგროვილი, მით უფრო სრულფასოვანია. შეიცავს სიცოცხლისა და ახალი ორგანიზმის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელ ყველა ამინომჟავას, ვიტამინსა და მიკროელემენტს, შემთხვევითი არაა, რომ იკვებება რა ძიძა ფუტკარი ყვავილის მტვერითა და ჭეოთი, მხოლოდ მაშინ გამოიმუშავებს ფუტკრის რძეს, რითაც კვებავს დედა ფუტკარს მთელი მისი (5-8 წელი) სიცოცხლის განმავლობაში (ის ერთადერთი საკვებია მისთვის), რაც უზრუნველყოფს დედა ფუტკრის კვერცხმდებლობის ინტენსიურობას დღე-ღამეში 1500-დან 3500-მდე კვერცხს, ეს კი წონით თავად დედა ფუტკრის წონასაც აღემატება. ყვავილის მტვერისა და ჭეოს გამოყენებას, როგორც საკვები პროდუქტისა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. მედიცინაში ის გამოიყენება როგორც სამკურნალო პროფილაქტიკური მიზნით, ასევე ნატურალური ვიტამინებისა და მიკროელემენტების წარმოებისათვის. სპორტსმენებისათვის ძალების სწრაფი აღდგენისათვის, იგი ყველაზე უფრო მიღებული სრულფასოვანი მცენარეული პროდუქტია. პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში კი ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძესთან ერთად, მაღალხარისხიანი, ძვირადღირებული პროდუქციის წარმოებისათვის გამოიყენება.ყვავილის მტვერი და ჭეო, ფუტკრის რძე და თაფლი, პროპოლისი და ცვილი ჭეშმარიტად ღვთისგან ბოძებული ბუნებრივი პროდუქტებია. კაცობრიობის ჯანმრ- თელობასა და დღეგრძელობისათვის ფუტკრის შრომით მორთმეული ნობათია, ამიტომაა რომ მსოფლიოში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა სტაბილურად მატულობს, შესაბამისად იზრდება მათზე ფასები და რაც უფრო მაღალია ქვეყანაში ცხოვრების დონე, მით მაღალია მათზეც მოთხოვნა, ასეთი ქვეყნები ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები და იაპონიაა. საქართველოში სტაბილურობასთან ერთად იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტებზეც. ზოგიერთ მათგანზე, როგორიცაა ფუტკრის რძე, ყვავილის მტვერი და ჭეო, მოთხოვნა გაორმაგებულია, აღნიშნული პროდუქტების შოვნა ხარისხის გარანტიით დიდ ფუფუნებად ითვლება, ამიტომაც 2006 წლის ბოლოს ამ სტატიის ავტორის, პროფესიონალი მეფუტკრის როლანდ ზირაქაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა შპს `მეთაფლია~, რომელიც სპეციალიზებულია მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებაზე. დღეისათვის დედაქალაქის თითქმის ყველა წამყვან ქსელში იყიდება ჩვენი საფუტკრეებიდან წარმოებული მაისის, მდელოს, ცაცხვის, ალპური, წაბლის, მანანა, ტყის, ველური მდნარი და სხვა სახეობის ქართული ნატურალური თაფლი.

შპს "მეთაფლია"-მ აღნიშნული პროდუქტებით ქვეყნის მომარაგებისათვის დისტრიბუციის სპეციალიზებული ქსელი შექმნა და ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა უზრუნველყო მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უმაღლესი ხარისხის მეფუტკრეობის პროდუქტებით. ჩვენს წარმატებებს განაპირობებს მაღალი პროფესიონალიზმი, რაც 45-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებითა და შესაბამისი უმაღლესი განათლებითაა განპირობებული. დღეისათვის "მეთაფლიას" 7 სპეციალიზირებული მაღაზიის საშუალებით დედაქალაქის და ბათუმის მოსახლეობას ვთავაზობთ თაფლს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერსა და ჭეოს, პროპოლისსა და ცვილს, ასევე ამ პროდუქტებზე დამზადებულ 100-ზე მეტი დასახელების ნაზავს, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის გასაძლიერებლათა და ასევე ჩვენი ჯანმრთელობის, სილამაზისა და დღეგრძელობისთვის.

ფუტკრის რძის შემადგენლობა, დოზა და მიღების წესი

წყალი 60-70%-მდე, ცილები 10-18%-მდე, შაქრები 9-15%-მდე, ცხიმები 1.5-7%-მდე, 22 დასახელების ამინომჟავა, მათ შორის ყველა 9 დასახელების შეუცვლელი ამინომჟავეები, რომელთა საერთო რაოდენობა ცილაში 7%-მდეა, ის შეიცავს აგრეთვე ორგანულ მჟავეებს, რომელთაგან უმთავრესია (70-90%მდე) 10-ოქსიტრანს- დელტა2-დეცინის მჟავაა. ფუტკრის რძეში დიდი რაოდენობითაა B-ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, B3, B5, B6, Bჩ, Bჰ, H. დოზა: ფუტკრის რძის დღიური პროფილაქტიკური ნორმა ზრდასრულთათვის _ გრამის მეხუთედი ანუ 0.2 გრ. ხოლო 16 წლამდე მოზარდებისათვის ნორმა _ 0.1გრ. მიღების წესი: ფუტკრის რძე მიიღება უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე ენის ქვეშ დადებით. მისი მიღება შეიძლება აგრეთვე თაფლთან ერთად. აღნიშნული პროფილაქტიკური დოზის მიღება შეიძლება, როგორც საკვები პროდუქტი. სამკურნალო დოზებს ექიმი აპითერაპევტი განსაზღვრავს. შენახვა: ფუტკრის რძე ადვილად ფუჭებადი პროდუქტია, იგი უნდა ინახებოდეს ჰერმეტიულ და სტერილურ ჭურჭელში, ჰაერ- თან კონტაქტის გარეშე მაცივარში ან თერმოსში, სადაც ტემბერატურა იქნება +2C-დან +6C-მდე. ტრანსპორტირებისას ან დროებით შენახვისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ბოთლი გაყინული წყლით.

უკუჩვენებები

იშვიათად, მაგრამ ზოგიერთი ინდივიდისთვის ფუტკრის რძემ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს, რაც გამოიხატება ნერვული აღგზნებადობით, თავის ტკივილით და უძილობით. ამ შემთხვევაში უნდა შევამციროთ დოზა ან შევწყვიტოთ გამოყენება. ფუტკრის რძე არაა რეკომენდებული ადისონის (თირკმელზედა ჯირკვლების ავადმყოფობით დაავადებულთათვის) ფუტკრის რძე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ შეიძლება გამოიყენოს იმ ინდივიდებმა, რომელთაც აქვთ სისხლის გადაჭარმებული შედედების უნარი ან აქვთ მიდრეკილება ჰიპერკოაგულაციისადმი.