მთავარი > პროდუქცია > დინდგელი (პროპოლისი)

დინდგელი (პროპოლისი)        


100 გრ. -




ქიმიური შემადგენლობა: ბუნებრივი ანტიბიოტიკი, სურნელოვანი ტყის, ბალზამური არომატის მქონე, ძალიან მდგრადი ნივთიერებაა. “პროპოლისს” ფუტკრები გამოიმუშავებენ მცენარეების კვირტების წებოვანი წარმონაქმნიდან, ახალგაზრდა ფოთლებიდან და ყლორტებიდან, აგრეთვე რიგი ბალახეული მცენარეულობებიდან. ეს წებოვანი ნივთიერება, წარმოადგენს მცენარის დამცავ გამონაყოფს, რომელსაც ფუტკრები გადაიტანენ ფეხგუნდის სახით და სკაში გადაამუშავებენ. ის შეიცავს 70%-მდე მცენარეულ წებოვან ნივთიერებასა და ფუტკრის ჯირკვლების გამონაყოფს, ის შეიცავს აგრეთვე - თიამინს B1, რიბოფლავინს B2, პირიდოქსინს B6, ნიკოტინამიდს PP, ვიტამინ E, სანთელს და სხვა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროპოლისი მოქმედებს 100-ზე მეტი სახეობის ბაქტერიების, სოკოებისა და ვირუსების (მათ შორის ტუბერკულოზის, სიფილისის, დიფტერიის და სხვა) წინააღმდეგ. იგი დადებითად მოქმედებს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და მომაკვდინებლად მოქმედებს ავადმყოფობის გამომწვევ ვირუსებზე. პროპოლისის პრეპარატების მიღება განაპირობებს ხანგრძლივი დროით მაღალ დონეზე ორგანიზმის დამცავ ფუნქციას (იმუნიტეტის, სპეციფიკური და არასპეციფიკური ფაქტორები სტიმულირდება), ჯამში პროპოლისის წარმოადგენს მიკრობებისათვის საშიშ, გადაულახავ ძალას. მასთან არც ბაქტერიებს, არც ვირუსებს არ შეუძლიათ შეგუება. პროპოლისში შემავალი ამინომჟავები, ორგანული მჟავები, ანტიბიოტიკური ნივთიერებები, სხვადასხვა მინერალური მარილები, ვიტამინები, მიკროელემენტები და სხვა ნივთიერებები, რომელსაც შეიცავს პროპოლისი, უზრუნველყოფს მის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, ასე რომ პროპოლისში არსებული ფენოლმჟავების წყალობით ის უზრუნველყოფას შემკვრელ ანთების საწინააღმდეგო კაპილარის გამამაგრებელ, ნაღველმდენ, შარდმდენ მოქმედებას, უზრუნველყოფს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას.

გამოყენება: “პროპოლისს” აქვს მნიშვნელოვანი როლი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებებში. ის თრგუნავს სიმსივნის უჯრედების განვითარებას, ის რადიაციისგან დასაცავად ძლიერი პროდუქტია, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, სისხლში ცილოვანი ფრაქტების თანაფარდობის გამაუმჯობესებელია ანუ პროპოლისი მოქმედებს როგორც ჰეპატოპროტექტორი. მონაწილეობს ენდოკრინული სისტემების რეგულირებაში, კერძოდ დადგენილია მისი გავლენა თირკმელზედა ჯიკრვლებზე. რაც უზრუნველყოფს საკუთარი ჰორმონების გამოყოფას. მონაწილეობას ღებულობს კუჭნაწლავის ტრაქტის რეგულაციაში. ნორმალურს ხდის ნაღვლის გამოყოფას, უზრუნველყოფას კუჭის და ნაწლავის წყლულის შეხორცებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და დადებითად მოქმედებს ნაწლავების მონელების სისტემაზე, აგრეთვე ათეროსკლეროზის და ინსულტისაგან დამცავი პროდუქტია.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას.


დინდგელის სამკურნალო თვისებები
დინდგელის ინტენსიური გამოკვლევას და მის სამკურნალო ეფექტურობაზე მეფუტკრეობის მსოფლიო კონგრესის გამომცემლობა „აპიმონდიამ“გამოსცა რამოდენიმე კრებულ. მეცნიერთა კვლევაბმა გვიჩვენა ,რომ დინდგელს გააჩნია ბაქტერიოციდული(სპობს ბაქტერიებს), ფუნგიციდური (ზოგიერთ სოკოზე მომაკვდინებელი მოქმედება), ანესთეზიური(ტკივილგამაყუჩებელი), ანთებადი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს ჭრილობების ეპითელიზაციას, დადებითად მოქმედებს კანის დაავადებათა დროს, ასევე დადებითად მოქმედებს თირკმელზედა ჯირკვალზე და ჰიპოფიზზე, რითაც ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას. დინდგელი უცხო უჯრედებს ისე ანადგურებს, რომ მასპინძლის მიკროფლორას არაფერს ვნებს, ამოტომ მისი გამოყენებისას დიზბაქტერიოზი არ გვემუქრება. ეს განასხვავებს დინდგელს ანტიბიოტიკებისგან,მიკროორგანიზმებს დინდგელისადმი მდგრადობა არ აქვს.

იაპონიაში ჩატარებული ცდებით (ოლეშკო 1993) დინდგელი კიბოს საწინააღმდეგოდ დადებითი შედეგებით იყო გამოყენებული. მას აქვს უნარი ადამიანის იმუნური სისტემის სტიმულირების და ქმნის ადამიანისთვის დამცავ ძალებს. დადგენილია დინდგელის ბაქტერიოციდული მოქმედება სტრეფტოკოკების,სტაფილოკოკების და ნაწლავის ჩხირების, დიზენტერიის და ტუბერკულოზის,პასტერელოზის,ოქროსფერი და თეთრი სტაფილოკოკების და სხვათა მიმართ.

დინდგელი თავისი მოქმედებით ბევრად აჭარბებს პენიცილინის მოქმედებას,დადგენილია ,რომ დინდგელის ხსნარს 5-ჯერ მეტად აქვს გამოხატული ანესთეზიის უნარი ვიდრე კოკაინს და 52-ჯერ მეტი ვიდრე ნოვოკაინს. აგრეთვე დადგენილია, რომ დინდგელი ხელს უწყობს ენდოკრინული ჯირკვლების მოქმედებას ,დიაბეტის დროს ავლენს იმუნო-მოდულირებულ ეფექტს.

დინდგელის ანტიბაქტერიული თვისებების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გეოგრაფიულ მდებარეობას. მაღალმთიან ალპურ და სუბალპურ ზონებში წარმოშობილი დინდგელი დაბლობის ზონის დანდგელთან შედარებით მეტად აქტიურია. ყველა სხვა ჯიშის ფუტკართან შედარებით ქართული ფუტკარი უფრო მაღალი ხარისხის დინდგელს ამზადებს. ანტიბაქტერიულ თვისებებს განაპირობებს მასში არსებული ფისოვანი ნაერთები და ბალზამური ზოგიერთი სხვა შემადგენელი ნაწილები. ფუტკრის ნერწყვი ანტიბაქტერიული თვისების მატარებელია და დინდგელის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას. იგი უნდა შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში, რათა მასში მყოფი ეთეროვანი ზეთები არ აორთქლდეს.

დინდგელი გამოიყენება სხვა და სხვა სახით-ბუნებრივი დინდგელი (დინდგელის კაფსულები), დინდგელის წყალხსნარი, სპირტიანი ექსტრაქტი, დინდგელის მალამო,დინდგელის სანთლები,დინდგელიანი თაფლი და სხვა სახით.