მთავარი > პროდუქცია > კომპოზიციები > დითაფლი

შ.პ.ს. მეთაფლია გთავაზობთ ახალ პროდუქციას!




ბარამბო


50 გრ. ფასი: 2.50 ლარი


ბარამბო მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ლიმონის დამახასიათებელი სუნით. იგი შეიცავს 0,3%-მდე ეთერზეთებს, ტანინს. ხალხურ მედიცინაში ბარამბოს იყენებენ სხვადასხვა დაავადებების დროს: ნევროზი, ნერვული გულისცემა, კლიმაქსი, დისმენორეა, მელანქოლია, ბრონქიალური ასთმა, პირღებინება ორსულობისას. ბარამბო გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, სპაზმოლიტური საშუალება. იგი აუმჯობეს მადას, აძლიერებს კუჭის წვენის სეკრეციას, სპობს ფერმენტაციის ანომალიებს. ბარამბოს გამოყენების დროს ავადმყოფს ეხსნება უჰაერობის შეგრძნება, სუსტდება ან ქრება ტაქიკარდიის მოვლენები და ტკივილი გულის არეში, მცირდება გულისცემის სიხშირე, დაბლა იწევს სისხლის წნევა. ბარამბო აგრეთვე გამოიყენება თავის ტკივილებისას, ნევროზული მდგომარეობის დროს, რომელსაც თან ახლავს თავბრუსხვევა, აგრეთვე მუცლის არეში ტკივილის, კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების, პირის ღრუში ცუდი სუნისას და კბილის ტკივილის დროს. ბარამბოს ნედლ ფოთლებს იდებენ ჩირქოვან ადგილას, დაჟეჟილობისა და შეშუპების დროს. ბარამბოს ნაყენის მისაღებად აიღეთ 2ს/კ ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,დაასხით 400მლ (2ჩ/ჭ) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, გააჩერეთ ცოტა ხანს და გაწურეთ. ერთი დღის დოზა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში. ნაყენი ინახება ბნელ, გრილ ადგილას არა უმეტეს 2 დღე-ღამისა.

ბარამბოს ნაყენი

1ს/კ ბალახს დაასხით 200მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 40 წუთით და გაწურეთ. მიიღეთ 1ს/კ 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ,ყველა სახის ნერვული დაავადების, კუჭის ნევროზის, შიშის, დეპრესიის და სხვათა დროს. ღრძილების დაავადებების და კბილის ტკივილის დროს ნაყენი ან ნახარში გამოსავლებად გამოიყენეთ, კომპრესები კი სახსრების რევმატული ტკივილის, კონტუზიის, წყლულის და ფურუნკულის დროს. 15გრ ბალახს დაასხით 180მლ მდუღარე, თბილად შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათით, გაწურეთ, ეს დოზა მიიღეთ 3-4-ჯერ დღეში მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს.

ბარამბოს ნაყენი სპირტზე

1ს/კ ბალახს დაასხით 100მლ სპირტი ან 1ჩ/ჭ არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში, გაწურეთ, მიიღეთ 15 წვეთი 3-ჯერ დღეში კუჭ-ნაწლავის დაავადებისა და მუცლის შებერვის დროს. 1ჩ/კ ბარამბოს წვენს 1ჩ/ჭ მდუღარეზე იყენებენ ოყნის სახით ბუასილის გამწვავების და კუჭის შეკრულობის დროს. ბარამბოს ნედლი ყვავილებიდან მზადდება ჩაი. ცივი სახით სვამენ, როგორც გამაგრილებელ სასმელს, ხოლო ცხელი სახით, როგორც ოფლმდენ საშუალებას. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს თავბრუსხვევას.



ბეგქონდარა


50 გრ. ფასი: 3.50 ლარი


ბეგქონდარა შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ამიტომაც მის გარშემო ყოველთვის ბევრი პეპელა და ფუტკარია. ბეგქონდარას იყენებენ როგორც ამოსახველებელ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რადიკულიტების და ნევრიტების დროს ნახარშისა და ექსტრაქტების სახით. ბეგქონდარას ექსტრაქტი შაქართან ერთად შედის ყივანახველის საწინააღმდეგო პრეპარატში (პერტუსინი). ხალხურ მედიცინაში ბეგქონდარას ნახარშს იყენებენ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას, ნაწლავთა შებერვის, ხველის, მკერდის არეში ტკივილისა და უძილობის დროს. აგრეთვე როგორც შარდმდენ და კუჭის შემომგარსველ საშუალებას. გარეგანად ხმარობენ არომატიზირებული აბაზანის სახით, ნივთიერებათაცვლის დარღვევით გამოწვეული ტკივილების დროს. კომპრესების და საფენების სახით-ჭრილობების შესახორცებლად და თვალის ტკივილის დროს. ფხვნილი გამოიყენება საყნოსავად გრძნობის დაკარგვისას. ავიცენა წერდა, ძმარში მოხარშული და ვარდის ზეთში შერეული ბეგქონდარას ნაყენის თავის შეზელვა შველის მეხსიერების დაკარგვას და ფსიქიკური პათოლოგიების დროს. გარდა ამისა, ბეგქონდარა ხელს უწყობს შარდის გამოყოფას და მენსტრუაციული ციკლის რეგულირებას. ველური ბეგქონდარას ფოთლების საფენის შუბლზე და თავზე დადება აყუჩებს თავის ტკივილს.

ბეგქონდარას ნაყენი

20გრ.ბალახს დაასხით 400მლ. მდუღარე წყალი, დადგით 2სთ. თბილ ადგილას, გაწურეთ. მიიღეთ 50მლ 3-4-ჯერ დღეში ყივანახველის, ბრონქიტის, კუჭის შებერილობის, ქოლეცისტიტის, ცისტიტის, ჩიყვის, ნერვული მოშლილობის, უძილობის, ბუ- ასილის, საშვილოსნიდან სისხლდენის, ალკოჰოლიზმის დროს. 100გრ. ბალახს დაასხით 2ლ. მდუღარე წყალი,30წუთით დააყენეთ თერმოსში. გამოიყენეთ პირის ღრუში, ყელში გამოსავლებად ანგინის, ანთებითი პროცესების დროს, ასევე ჭრილობების, წყლულების მოსაბანად, თავის კანის დასაბანად, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილის დროს კომპრესების სახით, აბაზანები-ეგზემის, რადიკულიტის, რევმატიზმის, ნეკრისის ქარის დროს. ხმელი ბალახის ფხვნილი დაიყარეთ ჭრილობებსა და წყლულებზე.



თავშავა


50 გრ. ფასი: 1.50 ლარი


თავშავა სურნელოვანი, მრავალწლიანი მცენარეა. თავშავას პრეპარატებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი მოქმედება, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი და ბრონქიალური ჯირკვლების სეკრეციას, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკას და ამაღლებს მის ტონუსს. მედიცინაში თავშავა გამოიყენება უძილობის, ჰიპო და ანაციდური გასტრიტის, ნაწლავთა ატონიის დროს, კუჭ-შეკრულობის თანხლებით. ამოსახველებელ საშუალებად ხმარობენ ბრონქიტის და ბრონქოექტაზიის დროს. გამოიყენება აგრეთვე მადის მომგვრელად. ყველა ამ დაავადებისას, უმთავრესად თავშავას წყლით გამონაწვლილი იხმარება. ჩაიში შერეული თავშავა (1:2 თანაფარდობით) ძალიან ძლიერ და სასიამოვნო არომატს იძლევა. ფიტონციდების შემცველობის გამო თავშავას მაღალი ანტიმიკრობული აქტივობა გააჩნია. თავშავას ნაყენის მედიცინაში გამოყენების დახასიათებისას, უპირველეს ყოვლისა, ნაწლავთა ატონია მოიხსენიება. ამასთან საჭმლის მონელების გაუმჯობესებაც აღინიშნება. გარდა ამისა, თავშავა ამოსახველებელი საშუალებაცაა. ხალხურ მედიცინაში იგი შარდმდენ და ოფლმომგვრელ საშუალებად გამოიყენება. სამედიცინო წყაროების მიხედვით, თავშავა აწყნარებს ხველას მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის, აგრეთვე ყივანახველის დროს. რეკომენდირებულია კუჭისა და ნაწლავების სპაზმის, მტკივნეული მენსტრუაციის, გაზრდილი სქესობრივი აღგზნებულობის, ნერვებაშლილობის, უმადობის, ღვიძლის დაავადების და სიყვითლის დროს. მისი მაგარი ჩაი იწვევს უხვ ოფლდენას. იყენებენ ეგზემის სამკურნალოდ და ჭრილობების მოსაბანად. ყველა ჩამოთვლილი დაავადების სამკურნალოდ დასალევად ამზადებენ თავშავას წყლიან ნაყენს: 2ჩ/კ წვრილად დაჭრილ თავშავას ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს (დღე-ღამის დოზა). 100-200გრ. ნედლეულს ასხამენ 2-3ლ. მდუღარე წყალს და სააბაზანოდ განკუთვნილ წყალს უმატებენ.

თავშავას ნაყენი - 1

0,5მმ. სიგრძეზე დაჭრილ 2ჩ/კ თავშავას ბალახს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ, დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე ½ ჩ/ჭ თბილი ნაყენი 3-4-ჯერ დღეში ნერვული გაძაბულობის, მაღალი სქესობრივი აღზნებულობის ,ნაწლავთა ატონიის, სიყვითლის, უმადობის დროს. გასტრიტის, კოლიტის, თირკმელების, ღვიძლის დაავადების, ბრონქიტის, ყივანახველას, გაციების, ნერვული აღზნებულობის, უმადობის დროს მოამზადეთ თავშავას ბალახის ნაყენი შემდეგნაირად: 20გრ.ბალახს დაასხით 250მლ. მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში თერმოსში, შემდეგ გაწურეთ, მიიღეთ 1ს/კ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ½ სთ-ით ადრე.

თავშავას ბალახის ნაყენი - 2:

25გრ.ბალახი დააყენეთ 500მლ. მდუღარე წყლით 4 საათის განმავლობაში თბილ ადგილას. გამოიყენეთ საფენების სახით რაქიტის, სურავანდის, ეგზემის დროს. კბილის ტკივილისას თავშავას ყვავილი გაიჩერეთ 5 წთ. პირის ღრუში და ტკივილი გაქრება.

თავშავას ბალახის ნაყენი - 3:

10გრ.თავშავას ბალახი, 20გრ. ტუხტის ფესვი, 5გრ. ვირისტერფის ფოთოლი აურიეთ. 1ს/კ ნარევს დაასხით 200მლ. მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 2სთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 100მლ. 3-4- ჯერ დღეში თბილი სახით ხველების, გაციების, მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს.



კატაბალახა


50 გრ. ფასი: 2.00 ლარი


კატაბალახას სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ. კატაბალახას პრეპარატები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც დამაწყნარებელი საშუალება უძილობის, ნერვული აღზნებულობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნევროზის დროს. საერთოდ, იგი აღიარებული საგულე საშუალებაა ბრომის პრეპარატებთან კომპლექსში. თითქმის ამავე მიზნით გამოიყენება ხალხურ მედიცინაშიც, მაგრამ ზემოთ აღნიშნულზე დამატებით, მას ასთმის, პირღებინების და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ იყენებენ. გარდა აღნიშნულისა კატაბალახა საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გამაუმჯობესებელ და გაზების გამომდევნ საშუალებად მიიჩნევა. უფრო ხშირ ხმარებაშია კატაბალახას წვეთები სპირტიანი ნაყენის სახით, რომელიც მზადდება 70გრადუსიანი სპირტით ან მაგარი არაყით, თანაფარდობით 1:5, ინახავენ ოთახის ტემპერატურაზე ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ წურავენ .საჭიროების შემთხვევაში იღებენ 15-20 წვეთს დღეში 3-ჯერ.ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებს აბანავებენ კატაბალახას ნახარშში.

გთავაზობთ სხვა და სხვა რეცეპტს:

კატაბალახას ნაყენი - 1

10გრ.გამშრალ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1ჩ/ჭ ადუღებული წყალი, გააცხელეთ წყლიან აბაზანაზე 15 წუთით. დადგით 2 საათი, გაწურეთ, მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში 3-4 ჯერ ,გულის შეკუმშვათა გახშირების დროს.

კატაბალახას ნაყენი - 2:

10გრ. ფესვებს დაასხით 1ჩ/ჭ ოთახის ტემპერატურის წყალი, ადუღეთ 30 წუთი წყლიან აბაზანაზე, გააცივეთ, მიიღეთ ½ ჩ/ჭ დღეში 3-ჯერ ეპილეფსიის დროს.

კატაბალახას ნაყენი - 3:

კატაბალახას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გრ.(1-1,5 ს/კ) ფესვები ,მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200მლ. (1ჩ/ჭ)მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ წყლიან აბაზანაზე 15 წუთი .გააცივეთ 45 წუთი. გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ. ნაყენი კარგად მოქმედებს თავის ტკივილის დროსაც.

ჰიპერტონიული დაავადების პირველი სტადიის დროს:

ჰიპერტონიული დაავადების პირველი სტადიის დროს, როდესაც ადგილი აქვს საერთო ნევროზის გამოვლინებას, იღებენ კატაბალახას ნაყენს, ნახარშს ან ფხვნილის სახით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ნახარშის მისაღებად:

ნახარშის მისაღებად აიღეთ 10გრ.(1-1,5ს/კ)კატაბალახას ფესვები, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში,დაასხით200მლ.(1ჩ/ჭ)მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.) მიღებამდე. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1 ს/კ 3-4-ჯერ დღეში.



ფარსმანდუკი


50 გრ. ფასი: 1.50 ლარი


ფარსმანდუკის სისხლის შემადედებელი თვისება ექსპერიმენტულადაც იქნა დამტკიცებული, ამასთან ისიც იქნა შემჩნეული, რომ მცენარე ტკივილგამაყუჩებლადაც მოქმედებს. კარგად მოქმედებს მისი გამონახარში ქრონიკულ გასტრიტზე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. სისხლის შემდედებელი მოქმედების მექანიზმს ფარსმანდუკი როგორც სამკურნალო მცენარე ხალხში უკვე რამდენიმე საუკუნეა ცნობილი. მას იყენებენ მადის მომგვრელ, ჭრილობის შემხორცებელ და სისხლის დენის შემაჩერებელ საშუალებად ბუასილისა და კუჭ-ნაწლავთა დაავადების დროს. ფარსმანდუკი რთულყვავილოვანთა (ასტრასებრთა) ოჯახის წარმომადგენელია. საფუძვლად უდევს ტრომბოციტების რიცხვების მომატება სისხლში და სისხლდენის შეჩერების დროის შემცირება. გარდა ამისა ფარსმანდუკი ხელს უწყობს საშვილოსნოს მუსკულატურის კუმშვის გაძლიერებას, რაც მის ეფექტურობას განაპირობებს საშვილოსნოდან სისხლდენის დროს. მედიცინაში ფარსმანბუკს ადგილობრივი სასხლდენის შესაჩერებლად ხმარობენ (ცხვირიდან, კბილებიდან, ჭრილობიდან და სხვა). მის 0,5-0,75 პროცენტიანი სტერილურ ნაყენს იყენებენ ფილტვებისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, ფიბრომისა და ანთებითი პროცესების, აგრეთვე ჰემოროიდული სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის კოლიტის, წყლულის, შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.

ნახარშის მომზადება:

10-20გ ბალახს ,ხარშავენ 1 ჭიქა წყალში 5-10წუთს,იღებენ1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე 25-30 დღის განმავლობაში. მიიღება აგრეთვე ექსტრაქტიც 30-40 წვეთი 3-4-ჯერ დღეში და ჩაის სახითაც.

კანის ჩირქოვანი დაავადების დროს:

იღებენ 2ს/კ ფარსმანდუკს ასხამენ 0,5ლ, მდუღარე წყალს აჩერებენ 1 სთ. და წურავენ. ინახავენ გრილ ადგილას არა უმეტეს 2დღე-ღამისა.ნაყენიში დასველებულ დოლბანდს იდებენ დაჩირქებულ ადგილას. ფარსმანდუკი პოპულარული კოსმეტიკური საშუალებაა, მისი ნახარშით იბანენ სახეს ფერიმჭამელას მოსაცილებლად და კანისადმი ღრუბლისებრი სტრუქტურის მისაცემად.



ქრისტესისხლა


50 გრ. ფასი: 2.50 ლარი


ქრისტესისხლა ყაყაჩოსებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მედიცინაში ქრისტესისხლას პრეპერატებს ხმარობენ მეჭეჭების მოსაწვავად, ხორხის პაპილომატოზის დროს. დასალევად გამოიყენება ღვიძლის და ნაღვლლის ბუშტის სამკურნალოდ. ცდებით გამოკვლეულია რომ ქრისტესისხლას პრეპარატები აფერხებენ ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას,მას გააჩნია ფუნგისტატიკური და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება .მედიცინაში ქრისტესისხლას პრეპერატები (ახალი წვენი, ნახარში, ნაყენი) გამოიყე ნება საფაღარათო, შარდმდენ, სიყვითლის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე კანის დაავადებების სამკურნალოდ. წვენს კანის ტუბერკულოზის დროს იყენებენ. ამჟამად ბევრი ქვეყნის მედიცინაში ქრისტესისხლას, ძირითადად, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად იყენებენ. მის ნაყენს საფაღარათო და შარდმომგვრელ საშუალებად უნიშნავენ. ქრისტესისხლა ხალხურ მედიცინაში თავიდანვე მიჩნეული იყო, როგორც მეჭეჭების მოსაშორებელი, წყლულ-ჭრილობების, აგრეთვე ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებისა და ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება. წვენსა და ნაყენს იყენებენ კიბოსა და პოლიპების წინააღმდეგ. ნედლი ბალახის პრეპარატებით მკურნალობენ ეგზემასა და მჭამელას. მთელი მცენარის (ფესვებიანად)ნახარშს სვამენ რევმატიზმის, ჰიპერტონიის, დიზენტერიის, კუჭის კიბოს სამკურნალოდ. ზოგჯერ მცენარეს მუნის საწინააღმდეგოდაც იყენებენ. ქრისტესისხლას გამონაწვლილის მისაღებად 1ს/კ გამხმარ ბალახს ასხამენ 500მლ. მდუღარე წყალს და აჩერებენ 1სთ. შემდეგ წურავენ, იღებენ არყის ჭიქით 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ქრიტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია (თავბრუსხვევა, პირღებინება, ფაღარათი), ამიტომ მისი გამოყენების დროს საჭიროა დიდი ყურადღება და იგი მხოლოდ ექიმის რჩევით და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ!

ქრისტესისხლას ნაყენის მომზადება (რეცეპტი 1):

1ს/კ გამხმარ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 200მლ (1ჩ/ჭ) ცხელ, ანადუღარ წყალს, ახურავენ თავზე და ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45წთ. გადაწურავენ და დარჩენილ მასას გამოწურავენ. მიღებულ ნაყენს ავსებენ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200მლ.) მიღებამდე. ინახავენ ბნელ, გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღება ½ -1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე.

ქრისტესისხლას ნაყენის მომზადება (რეცეპტი 2):

1ჩ/კ ბალახს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს და მიიღება 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.



შვიტა


50 გრ. ფასი: 2.00 ლარი


შვიტა მრავალწლიანი ფესურიანი ბალახია. მისი ვეგეტაციური ღეროები და ტოტები 28%-მდე სილიციუმ მჟავას შეიცავს, გარდა ამისა მათში მოიპოვება ალკალოიდები, ფლანოიდები, საპონინები, კაროტინი, ასკორბინის მჟავა. მედიცინაში შვიტას მიწის ზედა ნაწილი გამოიყენება. იგი ავლენს ძლიერ შარდმდენ, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, სპაზმოლიტურ, ჰიპოტენზიურ, მიკრობსაწინააღმდეგო, დამამშვიდებელ, სისხლამღდგენ, ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. შვიტას შარდმდენ საშუალებად ხმარობენ არასაკმაო სისხლის მიმოქცევით გამოწვეული შეშუპების დროს, აგრეთვე საშარდე ბუშტისა და შარდსადინარების ანთებითი პროცესების და პლევრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა მას იყენებენ საშვილოსნოდან და ბუასილის დროს სისხლისდენის შესაჩერებლად. შვიტა ორგანიზმიდან გამოდევნის ტყვიას, ამიტომ იგი რეკომენდირებულია ტყვიით მოწამვლისას.

შვიტას ნაყენის მომზადება (რეცეპტი 1):

ამზადებენ: ბალახს აქუცმაცებენ არა უმეტეს 3მმ სიგრძის ნაჭრებად ,ასხამენ ოთახის ტემპერატურის წყალს 1:10 შეფარდებით, ადუღებენ 30 წუთი ნელი დუღილით ,აგრილებენ 10 წუთს, ფილტრავენ. შვიტას ნახარშს(30გ ხმელი შვიტა 1 ჭიქა წყალზე, სვამენ დღეში 2-3 ჭიქას, ამცირებს ტკივილებს საშარდე ბუშტის არეში და ცილების რაოდენობას შარდში. შვიტა იმ ნარევების აუცილებელი კომპონენტია, რომლებსაც იყენებენ ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის ,აგრეთვე შეშუპების თანმხლები დაავადებების სამკურნალოდ.

შვიტას იყენებენ სხვადასხვა ბალახნარევებში:

მტკივნეული შარდვისას სვამენ თანაბარი რაოდენობით აღებულ შვიტასა და გვირილას ცხელ ნახარშს დღეში 3 ჭიქას. საშარდე ბუშტის სპაზმების დროს ყლუპ-ყლუპობით, ხშირ-ხშირად სვამენ თანაბარი რაოდენობით შერეულ შვიტას ბალახისა და ღიღილოს ყვავილების ცხელ ნახარშს. ამავე დროს შარდის ბუშტის არეში მასაჟს იკეთებენ, ამის შემდეგ მუცლის ქვედა არეში იდებენ ცხელი ორთქლით დაორთქლილი შვიტათი სავსე თხელი მატერიის ტომსიკას. შვიტა დადებით ეფექტს იძლევა ჭაბუკებში ფილტვის ტუბერკულოზის საწყის ფორმაში. ღამით ბავშვებში შარდშეუკავლობის შემთხვევაში ხმარობენ შვიტასა და კრაზანას ბალახნარევის წყლიან გამონაწვლილს. ხალხურ მედიცინაში აღიარებულია, რომ შვიტას კუჭშემკვრელი, შარდმდენი და ჩირქსაწინააღმდეგო თვისება გააჩნია. სვამენ ფილტვების ანთების, ტუბერკულოზის დროს, როგორც დამხმარე საშუალება კლინიკური მკურნალობის პერიოდში და საშარდე ორგანოების დაავადებებისას. შვიტა თირკმელის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ მისი გამოყენება ყოველთვის უსაფრთხო არაა, ნეფრიტის დროს შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელის გაღიზიანება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მისი გამოყენება არაა რეკომენდირებული



მოცვის ჩაი


100 გრ. ფასი: 6.00 ლარი


მოცვის ფოთოლი შეიცავს ვიტამინ A-ს, C-ს, რკინას, მარგანეცს, ალუმინს, ქრომს, სპილენძს, ვერცხლს, ბარიუმს, ტყვიას, მთრიმლავ ნივთიერებებს არბუთინს და გლიკოზიდებს. მოცვის ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, იგი შეიცავს ნივთიერება ნეომირტილინს, რომელსაც ინსულინის მსგავსი მოქმედება გააჩნია და მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. მოცვის ჩაი გამოიყენება კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობის დროს, აგრეთვე თირკმლების კენჭოვანი დაავადების, სისხლდენის, ანგინის, პირის ღრუს ანთების, აგრეთვე ქერცლოვანი სირსველის სამკურნალოდ. გამოიყენება მაღალი წნევისას, გააჩნია შარდმდენი თვისება.

დამზადებულია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში.

მოცვის ჩაი არ შეიცავს კოფეინს!


შაქრიანი დიაბეტის დროს:

2 ს/კ მოცვის ჩაის დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში და მიიღთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1/2 სთ-ით ადრე.

დამზადებულია დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში.