მთავარი > პროდუქცია > ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა)

ყვავილის მტვერი


100 გრ. -
კაფსულებში: 30ც.

ყვავილის მტვერი არის მუშა ფუტკრის მიერ მცენარის ყვავილის მტვრიანადან მოპოვებული მცენარის მამრი ნაწილი (ფეხ-გუნდა).

ყვავილის მტვერი შეიცავს 240-მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და სიცოცხლის უნარიანობის ამაღლებისთვის.

 

მასში შემავალი ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, B12, C, D E, PP, K.

 

მიკროელემენტები:  კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ცინკი, მარგანეცი, კალიუმი, ქრომი, რკინა, იოდი, სპილენძი ა.შ

ყვავილის მტვერი სისხლწარმოქმნის ბრწყინვალე სტიმულატორია, რადგან მასში მოიპოვება ყველა ის მიკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი. ის ათხელებს სისხლს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამარაგებს კაპილარებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ნორმალიზმდება გულის რიტმი.

ჰიპერტონული დაავადებებისას ყვავილის მტვერი საგრძნობლად ამცირებს წნევას. გამოიყენება დაბალი წნევის დროსაც (ამ დროს მისი მიღება ხდება ჭამის შემდეგ). გააჩნია დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის ძლიერი უნარი, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღვიძლის დაავადებებისას (ცეროზი, ბოტკინი, ექინოკოკი), ასევე ქოლეცესტიტისა და სხვა შემთხვევებში.

ყვავილის მტვერი არეგულირებს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს, ააქტიურებს ინსულინის გამოყოფას, რაც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის დროს. განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის დროს. აძლიერებს სქესობრივ პოტენციალს. აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ორგნიზმის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. არის უსაზღვრო ენერგიის წყარო.

ყვავილის მტვერი განსაკუთრებით რეკომენდირებულია ბავშვებისთვის აქტიური ზრდის პერიოდში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, პოსტოპერაციულ და რეაბილიტაციის პერიოდში.

 

მიღების დოზა: ზრდასრულთათვის 1 ჩ/კ. 16 წლამდე მოზარდთათვის 1/2 ჩ/კ.

 

მიღების წესი:  დღეში ერთჯერ, დღის პირველ ნახევარში (სასურველია დილით უზმოზე) ვითავსებთ ენის ქვეშ გაწოვამდე (10-15 წთ.) ჭამამდე 1/2 სთ-ით ადრე.

 

უკუჩვენება: არ არის რეკომენდირებული მეფუტკრეობის პროდუქტებისადმი ალერგიის შემთხვევაში, აგრეთვე სისხლის შედედების დაქვეითებული უნარის დროს (ხშირი სისხლდენებისას).

 

შენახვის პირობები:  ინახება სინათლისგან დაცულ, ცივ და ბნელ ადგილას +10C-დან +12C-მდე  ერთი წლის განმავლობაში.

 

მწარმოებელი: შ.პ.ს."მეთაფლია"

მისამართი: საგარეჯოს  რ. სოფელი შიბლიანი

ტელ.: 595 48 84 89; 5952512 21

info2@metaflia.ge

www.metaflia.ge