მთავარი > პროდუქცია > სამამლე ფუტკრის ჰომოგენატი

სამამლე ფუტკრის ჰომოგენატი

ბოლო წლებში დიდი ყურადღება ეთმობა მეფუტკრეობის პროდუქტს, როგორიცაა სამამლე ბარტყის გომოგენატი. იგი წარმოადგენს უნიკალურ ბიოლოგიურად აქტიურ ცილოვან პროდუქტს.

შემადგენლობა: მამალი ფუტკრის ჰომოგენატი ბიოლოგიურად აქტიური, ცილოვანი პროდუქტია,იგი შეიცავს 18% ცილას, 3.7% ცხიმს, 3% მინერალურ მარილებს. დიდი რაოდენობით A ვიტამინს, 10 - ჯერ მეტ D ვიტამინს ვიდრე თევზის ქონი. კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, თუთიას, ადვილად შეთვისებად პროტეინებს, ამინომჟავებს. მამალი ფუტკრის ჰომოგენატი წარმოადგენს ცოცხალი ჰორმონების საბადოს.

მოქმედება: მაქსიმალურად აუმჯობესებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას. ასტიმულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას, აუმჯობესებს ძილს.
შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები: პროსტატიტი, პროსტატის ადენომა, იმპოტენცია. აუმჯობესებს სათესლე ჯირკვლების ბიოქიმიურ მახასიათებლებს. საკვერცხეების ფუნქციონალური უკმარისობა, უნაყოფობა, კლიმაქტერული სინდრომი. ბავშვებში ფიზიკური,გონებრივი და სქესობრივი ჩამორჩენა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა. უნიკალური ფორმულის წყალობით საუკეთესო საშუალებაა უშვილობის სამკურნალოდ (როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში). უნაყოფობის სამკურნალოდ აუცილებელია კომპლექსში ორი პროდუქტის მიღება: ფუტკრის სადედე რძე და სამამლე ფუტკრის ჰომოგენატი. ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება ქალის და მამაკაცის ჰორმონების რაოდენობის მიხედვით, სადედე რძე შეიცავს ქალის (ესტროგენი) ჰორმონს, ჰომოგენატი კი მამაკაცის (ტესტოსტერონი). ჰომოგენატი წარმოადგენს ცოცხალი ჰორმონების საბადოს, ხოლო სადედე რძეს გააჩნია უნიკალური თვისება გადაანაწილოს ეს ჰორმონები ადამიანის ორგანიზმში დანიშნულებისამებრ.

მიღების წესი: 1ჩ/კ დილით უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე. ბავშვებში ¼ - ½ ჩ/კ 1-ჯერ დღეში.