მთავარი > საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის გამოფენა-გაყიდვა.

საქართველოს მეფუტკრეთა გილდია.
ქართული თაფლის პირველი გამოფენა-გაყიდვა
22-30 დეკემბერი, 2014
თბილისი

მის: გორგასლის #4

22-30 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის პირველი რესპუბლიკური მეფუტკრეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. მეფუტკრეთა გილდიის დაფინანსებაში, ორგანიზებაში და საზეიმო გახსნაში აქტიური მნაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. მეფუტკრეთა გილდიის დაფუძნებასა და მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს შ.პ.ს. „მეთაფლია“.




გილდიის მიზანია:
დამფუძნებელთა მიერ შემუშავებული "2014-2020 წლების მეფუტკრეობის განვითარების სტრატეგიის" რეალიზაციის ხელშეწყობა.

გილდიის ამოცანებია:
1. მეფუტკრეობაში ერთიანი სტრუქტურის შექმნა
2. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა
3 მეფუტკრეობის პროდუქტების გადამუშავებისა და რეალიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარება
4.მეფუტკრეობაში დარგობრივი საწარმოს განვითარების და სრულყოფის ხელშეწყობა
5.მეფუტკრეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტური დარგისა და მზარდი საექსპორტო პოტენციალის მქონე ბიზნესის განვითარება


გილდიის დამფუძნებლები არიან:

1. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა - ნინო ჩიქოვანი 2. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო - თენგიზ კალანდაძე 3. საქართველოს პროფესიული განათლების ფონდი - ალექსანდრე ეჯიბაძე 4. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია - მადონა კოიძე 5. სააქციო საზოგადოება "აპი-ფიტო" - როლანდ ზირაქაშვილი 6. საქართველოს მეფუტკრე ფერმერთა გაერთიანება - გიორგი კეპაშვილი 7. აკადემიკოსი - ვენერა სტეფანიშვილი
გამგეობის თავმჯდომარე - გიორგი კეპაშვილი

მისამართი: თბილისი, გორგასლის 4ა
ტელეფონი: 790 34 14 54
ელ.ფოსტა: geo.beek.guild@gmail.com