მთავარი > პროდუქცია > ჭეო

ჭეო - ფუტკრის ნატურალური პროდუქტი

100 გრ. -

 
ჭეო არის ფუტკრის მიერ სკაში შემოტანილი და ფიჭის უჯრებში ჩატკეპნილი ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი ამდიდრებს მის მიერ გამომუშავებული ფერმეტებით, ბიოსინთეზით. აკონსერვებს თაფლით და გადაბეჭდავს ცვილით. დუღილის პროცესის შედეგად მიიღება ცილებით, ნახშირწყლებით, მინერალებით (კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა), ამინომჟავებით და ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტი.


ჭეოს შემადგენლობაში შემავალი რძის მჟავა და ორგანული შაქრები ხელს უშლიან ბაქტერიებისა და ობის სოკოების განვითარებას, ამიტომაც განპირებებულია ჭეოს ხანგრძლივი დროით შენახვა ქიმიური ცვლილებების გარეშე.

ჭეოს მდიდარი შემადგენლობიდან გამომდინარე მას გააჩნია მრავალი ფარმაკოლოგიური თვისება: ანტირადიაციული, ანტივირუსული, დაზიანებული ნერვული და ენდოკრინული სისტემის აღმდგენი და მომწესრიგებელი, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ანტიდეპრესიული,ანტისტრესული, ანტიტოქსიკური და სხვა.
ჭეო წარმატებით გამოიყენება მედიცინაში სხვა და სხვა დაავადებათა დროს: ანემიის, ნევროზის, ჰიპერტონიის,ათეროსკლეროზის, ინსულტის, ასთმის ჰეპატიტის, ცეროზის, ადენომის, იმპოტენციის, ჩიყვის, ფსორიოზის, ეგზემის, ჰერპესის, კუჭ-ნაწლავთა ინფექციების, გულ-სისხლძარღვთა და სხვა.

ჭეო მეფუტკრეობის პროდუქტებიდან ერთ-ერთი არაალერგიული პროდუქტია,რადგან ფუტკრის ნერწყვში შემავალი ფერმენტები შლიან ჭეოში არსებულ ალერგინებს.

ჭეო გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური ისე სამკურნალო მიზნით.

მიღების დოზა: პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულთათვის 1ჩ/კ (10-15გრ.) დღეში ორჯერადად განაწილებული, დღის პირველ ნახევარში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე, ვითავსებთ ენის ქვეშ გაწოვამდე.მოზრდილთათვის ზრდასრულის ნახევარი დოზა.
სამკურნალო დოზა ექიმთან (აპითერაპევტი) შეთანხმებით.
შენახვის პირობები: ინახება როგორც თაფლთან ერთად ისე ,მშრალ მდგომარეობაში.მშრალი ჭეო ინახება მაცივარში +2C-დან +10C-მდე
 
 

მწარმოებელი: შ.პ.ს."მეთაფლია"
მისამართი: საგარეჯოს რ. სოფელი შიბლიანი
ტელ.: 595 48 84 89; 5952512 21
info2@metaflia.ge
www.metaflia.ge