თურქეთის და აპისლავიას ქვეყნების მეფუტკრეთა საერთაშორისო კონგრესი

თურქეთის და აპისლავიას ქვეყნების
მეფუტკრეთა საერთაშორისო კონგრესი

5 - 9 ნოემბერი, 2014
ფეტია, თურქეთი


კონგრესში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა სამი წამყვანი მეფუტკრე - ბ-ნ როლანდ ზირაქაშვილი, თემურ ღოღობერიძე და იუზა გიგაშვილი. სხვადასხვა ქვეყნის მეფუტკრეებმა კონგრესსზე იმსჯელეს და ერთმანეთს გაუზიარეს მეფუტკრეობის დარგში მიღწეული შედეგები, ისაუბრეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე და გაეცნენ თანამედროვე ტექნიკურ სიახლეებს. შ.პ.ს. „მეთაფლიას“ მხრიდან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა როლანდ ზირაქაშვილმა უცხოელ პარტნიორებს შესთავაზა საწარმოს აპი-ფიტო პროდუქცია და ქართული დედა ფუტკრის ექსპორტი.