მთავარი > ჩვენს შესახებ

     შ.პ.ს. "მეთაფლია" დაფუძნებულია პროფესიონალი მეფუტკრის - როლანდ ზირაქაშვილის მიერ 2006 წელს, საგარეჯოს რაიონ სოფელ შიბლიანში. კომპანია სპეციალიზებულია მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება-გადამუშავებაზე. დღეისათვის, საწარმოს საკუთრებაში არსებული ფუტკრის ოჯახები განლაგებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. შ.პ.ს. "მეთაფლია"-მ მეფუტკრეობის პროდუქტებით ქვეყნის მომარაგებისთვის დისტრიბუციის სპეციალიზებული ქსელი შექმნა და ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით უზრუნველყო. ჩვენს წარმატებას განაპირობებს მაღალი პროფესიონალიზმი, რაც 45-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და სპეციალური უმაღლესი განათლებითაა განპირობებული. დღეისათვის შ.პ.ს. "მეთაფლია"-ს 5 სპეციალური მაღაზიის საშუალებით დედაქალაქის მოსახლეობას ვთავაზობთ თაფლს საქართველოს ყველა რეგიონიდან,

        
კომპანია აგრეთვე აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტებს: ფუტკრის სადედე რძეს, დინდგელს (პროპოლისი), სანთელს, ფუტკრის შხამს, ყვავილის მტვერს, ჭეოს და მათ ნაზავთა კომბინაციებს, რომელთაც სთავაზობს მომხმარებელს, როგორც სადისტრიბუციო ქსელით, ასევე ქსელური მარკეტინგის საშუალებით. კომპანიის წარმოებული პროდუქცია დედაქალაქის თითქმის ყველა წამყვან ქსელში იყიდება.

დღეისათვის, შ.პ.ს. "მეთაფლიას" წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის მოსახლეობის მეფუტკრეობის პროდუქტებით მომარაგებაში.